
The Labor Party of Georgia is the only left-wing, social-democratic party in the country. From what I see, Chairman Shalva Natelashvili is the only politician who speaks about the development of the rights of the working class and today’s economic inequality. Other opposition parties are only shouting that kissing is bad and that they want to join the European Union, and you can’t even find out what ideology they represent, how they intend to solve economic and social problems. Can someone tell me what is the difference between Nationals, Lelo, Akhal, Gakharia and Time? How is it possible for 9 parties of different ideologies to form an alliance? It’s just clowning and it gives the impression that their motivation is only to gain power and not really develop the country. I think the Labor Party is the only one that really presents its ideology to us and does not act as if joining the European Union will be the solution to all our problems. I wonder why it is so irrelevant?
https://i.redd.it/bxtjr7lp8swg1.png
Posted by yungkapisyung

7 Comments
საქართველოში იდეოლოგიური პარტიები ძალიან ცოტაა, ათობით პარტიიდან ალბათ 3-4 ისეთი პარტია იქნება რომელსაც აქვს გაცხადებული იდეოლოგია და არ არის ეგრედ წოდებული “catch all” ტიპის პარტია. რამდენადაც სიმპატიებით არ უნდა ვიყო განწყობილ სოც.დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, (თუმდაც, 1918-21 წლის დემ.რეპის გამო) დღეს სერიოზულად ვერ აღვიქვამ ადამიანს რომელიც ლეიბორისტებს მისცემს ხმას არჩევნებზე, მგონი არც არსებობს ასეთი არავინ :დ. ისევ და ისევ შალვა ნათელაშვილის გამო, რომელსაც უბრალოდ ღადაობის მეტი სხვა არანაირი აღქმა და ძალა აღარ აქვს დღევანდელ და ბოლო ათწლეულის ქართულ პოლიტიკაში, ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს ეგ, ისევ თავისი უვიცობის და იმპულსურობის, კორუფციის, არანაკლებ ოლიგარქობის თუ სხვა. სხვათაშორის, თავდაპირველად ქართული ოცნებაც სოციალ დემოკრატიულ პარტიად გამოჩნდა ასპარეზზე და კარგა ხანი ვიკიპედიაშიც მემარცხენე ცენტრისტულ პარტიად იყო მოხსენიებული.
ვიკიპედიიდან: The party has been variously described as centre-left,[^([35])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-35) fiscally centre-left but socially conservative,[^([36])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-36) nominally centre-left,[^([37])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-37) centre to centre-left,[^([38])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-maia-38) right-wing,[^([39])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-39) conservative,[^([40])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-40)[^([41])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-41) [left-conservative](https://en.wikipedia.org/wiki/Left-conservatism),[^([42])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-cze-42) and social democratic.[^([38])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-maia-38)[^([43])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-43) Some observers have also accused it of adopting far-right ideas.[^([44])](https://en.wikipedia.org/wiki/Georgian_Dream#cite_note-44)
იმიტორო ყლეები არიან, სამწუხაროდ
ერთადერთი მემარცხენე პარტია არ არის. არსებობს [“ხალხისთვის”](https://www.facebook.com/Khalkhistvis/) (ანა დოლიძის პარტია) და [“მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის”](https://www.facebook.com/forsocialdemocracy/?locale=ka_GE). შალვა პოპულისტობს 20 წელზე მეტია, არაფერი გაუკეთებია იმისთვის რომ ლეიბორისტებს ერთკაციანი პარტიის იმიჯი არ ჰქონოდა და პენსიონერების გარდა სხვა ჯგუფებიც დაეინტერესებინა რამით. არასერიოზულია უბრალოდ.
საქართველოში პარტიები არის ჯგუფები რომელიც ერთიანდებიან ცნობადი პირების გარშემო და ამ პარტიების ერთადერთი და მთავარი იდეოლოგია არის ლოალურობა ლიდერის მიმართ. ქოცების ერთადერთი მიზანი და ხედვაა რომ ბიძინა იყოს სათავეში, ნაციონალების – მიშა, გახარიის პარტისთვის – გახარია და ასე შემდეგ. ლეიბორისტებიც პრინციპში მაგ სიაში გადიან, რადგან შალვა ნათელაშვილი დგას წინ და არა მათი იდეოლოგია
ეს ძალიან ცუდია და ამის ბუნებრივი შედეგია ავტოკრატია. თუ პარტიაში არ არსებობს არანაირი წესები, რომლებიც შემაკავებლების როლს შეასრულებენ, როგორ გვექნება დემოკრატია ქვეყანაში სადაც დემოკრტაიული ინსტიტუები არ გვაქ მომზადებული? ან რომც ქონოდა, როგორ გაუძლებდა ამას თუ მმართველი პარტიის ერთადერთი მიზანია ლიდერის უზენაესობა? პარტიები რომლემსაც ააქვთ გამოკვეთილი იდეოლოგია – გირჩი, ფედერალისტები, ალტ-ინფო (კი ვიცი) არიან ახლა მარგინალურ როლში.
მარა იმედს მაძლევს ის რომ დღეს არსებობს ალიანსი, რომელიც ეფუძნება წესების დაცვას. თუ ეს წესების დაცვა შედგა (იდეალურად არ შედგება რადგან ეს შეუძლებელია, მიზანია რო საკმარისად), დიდი შანსი გვაქვს რომ წესები შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, რაც მერე აუცილებელს გახდის პარტიების იდეოლოგიზირებას, რადგან ერთი ავტოკრატის ინსტინქტებზე აშენებული პარტიები ვერ შეძლებენ მაგ გარემოში ისე ბოგინს როგორც დღეს
იმიტომ რომ შალვამ 2003 წელს ედიკას არჩევნები მოუგო და მერე მიეყიდა.
> რატომ არის ლეიბორისტული პარტია არარელევანტური?
დღესდღეობით ლეიბორისტული პარტია არის “ერთი კაცის” პარტია, რომლის ლიდერს არ აქვს პოლიტიკური ამბიცია. 2000იანებში ქონდათ შანსები პარტიის გაძლიერებაზე, მაგრამ ფულზე გაიყიდა(თუ რაღაც ეგეთი ხმები დადიოდა, ძალიან დეტალებში არ ვიცი რა და როგორ). ახლა სერიოზულად არავინ აღიქვამს ამ პარტიას.
[ Removed by Reddit ]